საგანგაშო სიტუაცია – ასე აფასებენ ევროპული საქართველოს წევრები საატესტატო გამოცდების შედეგებს

საგანგაშო სიტუაცია – ასე აფასებენ ევროპული საქართველოს წევრები საატესტატო გამოცდების შედეგებს, სადაც მოსწავლეთა 27%-მა მინიმალური ბარიერის დაძლევა ვერ შეძლო.
სერგო რატიანის განცხადებით, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ზოგადი განათლების სფეროში არსებული სისტემური პრობლემები. მარიამ რამინაშვილმა ბრიფინგზე ბოლო პერიოდის სტატისტიკაც წარმოადგინა, რომელიც ასევე აჩვენებს, რომ შედეგები ყოველწლიურად უარესდება. 2014 წელს ჩაჭრილთა რაოდენობა 13% შეადგენდა, 2015-ში – 14%, 2016-ში კი 24%-მდე ავიდა. ევროპული საქართველოს წევრები თვლიან, რომ სამინისტროს არ გააჩნია მიდგომა და შესაბამისი სტრატეგია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც საატესტატო გამოცდების შედეგის გამო განმეორებით უწევთ სასწავლო პროგრამის გავლა.
სერგო რატიანის განცხადებით: ,,სამინისტროს არ გააჩნია მიდგომა და შესაბამისი სტრატეგია იმ მოსწაავლეებისათვის, რომლებსაც საატესტატო გამოცდების შედეგის გამო განმეორებით უწევთ სასწავლო პროგრამის გავლა.
გაჟღერებული ინიციატივები – იქნება ეს საატესტატო გამოცდების ბარიერის ზრდა თუ საერთოდ მისი გაუქმება, ვერ გამოდგება პრობლემის მოგვარების შესაძლებლობად. სიტუაციის გამოსწორებისთვის კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი – უპირველესად, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომელიც პრაქტიკულად საჭიროა და რეალურ შედეგებს მოგვცემს; დაფინანსების იმ მიმართულებით გაზრდა, რაც უშუალოდ აისახება საგანმანათლებლო პროცესზე; იმ პედაგოგების მოტივაციის ზრდა და ხელშეწყობა, რომელთაც რეალურად შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ხარისხის გაუმჯობესებაზე, ამასთანავე, აუცილებელია საშუალო საფეხურის ამოცანებისა და უმაღლესი განათლების მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა, რომელმაც სისტემა უნდა მიიყვანოს სკოლის გამოსაშვები გამოცდებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ინტეგრირებამდე.’’

banner
წინა სტატიაშიშსს-ყველა მძღოლს შსს-გან მიუვა შეტყობინება ქულათა სისტემის ამოქმედების შესახებ
შემდეგი სტატია(video) ტერაქტი კიევში