„საგანგაშო მდგომარეობაა“ – გიორგი ვაშაძე მეორე ტურის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური – გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ამ დროისათვის არსებულ დარღვევებზე ბრიფინგის ფარგლებში ისაუბრა:

„ეს არის გაუგონარი დარღვევა, 08:00 საათზე უკვე ოქმი შეავსეს უბანზე და ფიქრობენ, რომ წინასწარ ჩაწერენ ამ ყველაფერში ყველა მონაცემს. ეს არის კანონდარღვევა და ეს არის წარმოუდგენელი, რაც ხდება.

ძალიან საგანგაშო მდგომარეობა არის გურჯაანის რაიონში, სადაც ფაქტობრივად, ფიზიკურად ძალადობენ პოლიციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები. გურჯაანის სოფელ ჯანდარში გამოაძევეს ანა რუაძე, ჩვენი წარმომადგენელი იმიტომ, რომ ყველა უბანზე, 21-ე, 26-ე, 27-ე უბნებზე დაფიქსირებული გვაქვს სისტემურად, რომ ადამიანებს აიძულებენ, გამოსვლის შემდეგ გახსნან ბიულეტენი, ანუ ფარულობა დაარღვიონ და აჩვენონ, რომ მათ შემოხაზეს შესაბამისი კანდიდატი,“ – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ დიდუბეში 29-ე უბნიდან საერთაშორისო დამკვირვებელი კომისიის თავმჯდომარემ გააძევა.

„იმიტომ, რომ უბნის ტერიტორიაზე აგიტაცია დააფიქსირა უცხოელმა დამკვირვებელმა და მას ახლა აძევებენ უბნიდან,“ – განაცხადა ვაშაძემ.

ნაძალადევში კი, გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები სამაგიდო ფოტოიანი სიებით არიან, რაც კანონდარღვევაა.

„თამარ ჟვანიას მოვუწოდებ, საარჩევნო უბნებზე სპეციალურად შექმნილია ისეთი მდგომარეობა, რომ მაგიდები დგას ისე, რომ შეუძლებელია დამკვირვებლის მხრიდან კონტროლი იმ მონაცემების, რაც ხდება საარჩევნო უბანზე. შესაბამისად, მოვუწოდებ თამარ ჟვანიას, ცესკო-ს, საოლქო საარჩევნო კომისიებს, მისცენ შესაბამისი განკარგულება უბნებს, რომ ნუ ზღუდავენ დამკვირვებლების მოქმედებას,“ – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისპეცტექნიკა, აქციების დაშლისთვის განკუთვნილი ორი ავტომობილი – კადრები მარნეულის პოლიციის განყოფილებასთან
შემდეგი სტატიაე.წ. ძველი ბიჭები საარჩევნო უბნებთან და ზეწოლა ამომრჩეველზე-ყარაჯალაში ამომრჩეველს პირდაპირ მიუთითებენ, რომ #48 შემოხაზონ