“ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, პაატა დავითაია დამოუკიდებელ მედიაზე შეტავას კატეგორიულად გმობს და სამართალდამცავ ორგანოებს სამართლებრივი მოქმედებისკენ მოუწოდებს, რათა მსგავს სიტუაციებში, ჟურნალისტის საქმიანობა დაცული იყოს.
cnews-სა და “ქრონიკა +”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პაატა დავითაია, “თაიმერთან” საუბრისას ვარაუდობს, რომ შესაძლოა თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა სწორედ, ელისო კილაძის და მისი მედიასაშუალებების მიერ, სააშკარაოზე გამოტანილ იმ დანაშაულებრივ სქემებს უკავშირდებოდეს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და რასაც ელისო კილაძე ამხელს საგამოძიებო ჟურნალისტიკის საშუალებით.
“როგორც ჩანს, მიმსინარეობს მასობრივი შეტევა cnews-ის და ქალბატონი ელისო კილაძის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ cnews-მა და ქალბატონმა ელისომ მოახერხეს ის, რომ წარმოაჩინეს დანაშაულებრივი სქემები, რაც ხდება ქვეყანაში ნარკოტიკთან მიმართებაში, ხე-ტყის გატანაში, “ქოლცენტრების” თემაში და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორც საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ისე აშუქებს cnews-ი და ქალბატონი კილაძე, რაც ეტყობა ბევრს მოხვდა გულში და ბევრსაც არ უნდა რომ ასეთი რაღაცები ხდებოდეს და დაიწყო შეტევა ამ სააგენტოს წინააღმდეგ, რაც ყოვლად მიუღებელია. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ cnews-სს, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ელისო კილაძეს და საქართველოს საგამოძიებო უწყებებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ჟურნალისტის საქმიანობა იყოს დაცული და მის შეფერხებასთან დაკავშირებით დაიწყოს სამართლებრივი მოქმედება. იმიტომ, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის იმიჯისთვის”, – განაცხადა პაატა დავითაიამ.
შეგახსენებთ, საინფორმაციო სააგენტო cnews-ისა და “ქრონიკა+”-ის ოფისი პარალოზებულია. დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს, ოფისის კართან მობილიზებული დაცვის კერძო კომპანიის თანამშრომლები, მათ შიგნით შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.
მედიაორგანიზაციის დამფუძნებელი, ელისო კილაძე შენობის მფლობელს, ბენ ანორს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
















