
მსვლელობის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, მათ თან პოლიციის კორდონი მიაცილებდა.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ პლაკატები, რომელზეც აქციაზე დაკავებულების ფოტოებია გამოსახული.
აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ისინი სკანდირებენ: “რუსებო, რუსებო!”.
მათ თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სხვადასხვა შინაარსის პლაკატები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მობილიზებული არიან საპოლიციო ძალები. “ცეცხლი ოლიგარქიას!” “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – სკანდირებდნენ მოქალაქეები.

















