საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ განთავსებული სათამაშო აპარატები ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულ პირებს შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით ქალაქ თბილისში, ხალხმრავალ ადგილებში – ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსებული ჰქონდათ აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი ხუთი ერთეული სათამაშო აპარატი“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშირატომ იცავს რომან გოცირიძე ეკონომიკის მინისტრს
შემდეგი სტატიაბათუმის მერიაში შეხვედრა გაიმართა