საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შიდა ქართლის რეგიონში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, ტყით სარგებლობის სპეციალური ნებართვის გარეშე მოახდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო ამოძირკვა. აღნიშნული ქმედების შედეგად, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 56 993 ლარი შეადგინა. გამოძიების პროცესში, ბრალდებულის მიერ აღნიშნული თანხის ოდენობა სრულად იქნა გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი სუს-ში უფროსის მოადგილედ გადადის?
შემდეგი სტატიალეონიდ ჩერნოვეცკი: „საქართველოს პარლამენტმა, ღარიბებისთვის განკუთვნილ ერთ მილიარდ დოლარზე, საკუთარი ნებით თქვა უარი…!“