საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.
საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, ქალაქ თბილისში და სამეგრელოს რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი სახლიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმი. ხოლო ქვემო ქართლის რეგიონში, გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირი საკონტროლო გამშვები პუნქტის „სადახლო“ გავლით, მატარებლის ვაგონში მოწყობილი სამალავის მეშვეობით ახდენდა „HEETS“-ის ფირმის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 4 598 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და 1 090 კოლოფი „HEETS“-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 20 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახური, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია და ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს ტოვებენ