საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 250 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 12 000 ლარს აღემატება“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაფაქტია, რომ ეროვნული ბანკი არის გაუქმებული როგორც სახელმწიფო უწყება ჩვენს სახელმწიფოში – სალომე სამადაშვილი