საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი ამხილა

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 17, 2019 10:03

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში, ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, საქონლის გაყიდვის გაადვილების მიზნით, მოახდინა ავტომანქანისთვის განკუთვნილი დაბალი ხარისხის, არაბრენდირებული მაგნიტოფონების ნიშანდება SONY-ს სასაქონლო ნიშნით და მათი რეალიზაცია სავაჭრო ობიექტზე.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 39 ერთეული კონტრაფაქციული ტექნიკა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 17, 2019 10:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,725
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics