საგამოძიებო სამსახურმა სექტემბერში უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის 31 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბერში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 31 ფაქტი, მათ შორის ხუთი ფაქტი გამოვლენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად.

„გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 58 770 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 240 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი : იმედია, რუსეთი დაბრუნდება ჟენევის მოლაპარაკებებში და ადეკვატურად მოახდენს პასუხისმგებლობებზე რეაგირებას