საგამოძიებო სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი მორიგი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტი გახსნა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი მორიგი, საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტი გახსნა.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქალაქ თბილისსა და ქალაქ ბათუმში, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია საერთო ჯამში, რვა ერთეული უკანონოდ განთავსებული, საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნისთვის განკუთვნილი ელექტრონული მოწყობილობა – ე.წ. სიმ ბოქსი.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნის შედეგად, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტს და სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებს. საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, გამოვლენილია 21 ერთეული „სიმ ბოქსის“ უკანონოდ განთავსება – გამოყენების ფაქტი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 192-ე და 218-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიჩაშლილი სასწავლო პროცესი – პირველი ექსპერიმენტული 162 სკოლაში გადადის – რაზე მოაწერა ხელი დირექტორმა
შემდეგი სტატიაშსს-მ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო