საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არსენ მარგარიანს და სერბუჰ პეტროსიანს, საბაჟო გამშვები პუნქტის, ,,სადახლო-საავტომობილოს’’ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდათ დიდი ოდენობით უმაღლესი სინჯის ოქროსა და ბრილიანტის საიუველირო ნაკეთობები. აღნიშნული კანონდარღვევისათვის არსენ მარგარიანი და სერბუჰ პეტროსიანი საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან თერთმეტ წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: ჩვენ გვაქვს გერმანიის მხრიდან მხარდაჭერა, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ვიზალიბერალიზაცია
შემდეგი სტატიარუსეთის პრეზიდენტმა თურქეთში ტურისტული საგზურების გაყიდვის აკრძალვა გააუქმა