საგამოძიებო სამსახურმა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ერთ – ერთ მოქალაქეს, შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მალულად განთავსებული ჰქონდა და ამუშავებდა მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხ დანადგარს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა ლენტური ხერხი, ასევე დიდი ოდენობით ფიცარი და ხის მორები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიჯანმოს ხელმძღვანელი მოსახლეობას წინასაშობაოდ მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიამე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამართავს