საგამოძიებო სამსახურმა ნოტარიუსი ნუნუ გინტური სისხლის სამართლის პაუსიხგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამისილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ნოტარიუსი ნუნუ გინტური და აღნიშულ დანაშაულში თანამონაწილე ია იაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პაუსიხგებაში მისცა.

გამოძიების ინფორმაციით, ნოტარიუსმა ნუნუ გინტურმა და მისმა თანამზრახველმა, ია იაშვილმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ერთ-ერთი ბინათმშენებლობის ამხანაგობის თავმდჯომარეს და კიდევ ერთ მოქალაქეს მისცეს პირობა, რომ დაეხმარებოდნენ შეღავათიანი სესხის მიღებაში, რისთვისაც მოტყუებით, სასურველ პირზე გააცემინეს უძრავი ქონების მინდობილობები, მათ შორის, თბილისში, ოჟიოს ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის განკარგვის შესახებ.

“რეალურად, ბრალდებულებმა სესხის ხელშეკრულების ნაცვლად გააფორმეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც უკანონოდ გაყიდეს აღნიშნული უძრავი ქონება. საერთო ჯამში, დაზარალებულთა მიმართ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 604 736 აშშ დოლარი. დღეის მდგომარეობით ნუნუ გინტურს ჩამორთმეული აქვს სანოტარო უფლებამოსილება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს”,-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური დარწმუნებულია, რომ საქართველო ზაფხულში ვიზალიბერალიზაციას მიიღებს
შემდეგი სტატიამერიასთან ვითარება შედარებით განიმუხტა