საგამოძიებო სამსახურმა მებაჟე ოფიცერი და სამი თანამზრახველი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი “ვალეს” მებაჟე ოფიცერი და დანაშაულში მონაწილე კიდევ სამი თანამზრახველი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, ერთ-ერთ მოქალაქეს, თურქეთიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტ “ვალეს” გავლით, სამი კილოგრამი ოქროს განუბაჟებლად შემოტანის სანაცვლოდ, 5 400 აშშ დოლარი მოსთხოვეს, ხოლო მოთხოვნილი თანხის ნაწილი წინასწარ აიღეს.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიხობის “კოლხეთსა” და ცხინვალის “ლიახვს” შორის მატჩი შესაძლო გარიგების გამო გადაიდო
შემდეგი სტატია“ირაკლი შოთაძე პოლიტიკური დაკვეთის შესრულებისთვის დააწინაურეს”