საგამოძიებო სამსახურმა კორონავირუსის პისიარ კვლევის ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ორი პირი ამხილა, მათ შორის ერთი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე, ორი პირი ამხილა, მათ შორის ერთი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძებოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე, ორი პირი ამხილეს, მათ შორის ერთი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაინტერესებულ პირს ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაუმზადეს და გადასცეს ახალი კორონავირუსის პისიარ ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ყალბი ცნობის დამზადებისათვის გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შესაძლო თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 2 187, აჭარაში – 813, იმერეთში – 698
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული პროექტები და პოლიტიკა გრძელდება