საგამოძიებო სამსახურმა კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად, ე.წ. სიმ ბოქსების უკანონოდ გამოყენების მორიგი ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი მორიგი, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ფაქტი გახსნა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად, თბილისში, სხდავასხვა ადგილებიდან ამოღებულია უკანონოდ განთავსებული, საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმინისათვის განკუთვნილი, სამი ერთეული ელექტრონული მოწყობილობა – ე.წ. სიმ ბოქსი სათადარიგო ნაწილებთან ერთად, რაც უზრუნველყოფდა ტექნიკური აღჭურვილობის სრული დატვირთვით მუშაობას.

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნის შედეგად, კანონსაწინააღმდეგოდ, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებს.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული მაშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკვე გამოვლენილია 13 ერთეული „სიმ ბოქსის“ უკანონოდ განთავსება – გამოყენების ფაქტი“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 192-ე და 218-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა კახა კახიშვილს მიმართა, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, მოსახლეობას მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს
შემდეგი სტატიაერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს 18:00 საათზე სრულდება