საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ერთ-ერთი შპს-ს მენეჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კომპანიის ბალანსზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სპეცტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 4 400 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიძლიერი თოვა, ლიპყინული და ზვავსაშიშროება – რა შეზღუდვები მოქმედებს საავტომობილო გზებზე
შემდეგი სტატია“თავხედი და ზღვარსგადასული თვითნებობა!”- მეთოფიშვილი ბესელიასა და NGO- ების წინააღდეგ