საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი პირი მისცეს, რომელთაგანაც ერთზე გამოცხადებულია ძებნა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად გაასაღეს 1 900 აშშ დოლარის ოდენობის 38 ცალი ყალბი 50 დოლარიანი კუპიურა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება