სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 14 პირი დააკავეს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 3, 2017 11:18

სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 14 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 14 პირი პასუხისგებაში მისცა.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გატარებული რამდენიმე თვიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის სახით 14 პირი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა პერიოდში დაამზადეს 1997-1998 წლებით დათარიღებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის თანახმად მათ სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცათ მიწის ნაკვეთები. გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით, ბრალდებულმა პირებმა საკუთრებად დაარეგისტრირეს სოფელ ნატახტარში, საგურამოსა და სოფელ დიღომში არსებული საერთო ჯამში 45 650 კვ.მ მიწის ფართობი. მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ქონების ღირებულება დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე, ტარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედებები მოტყუებით დაუფლებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დაბრუნების და აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 3, 2017 11:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,150
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics