საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დამზადებული იქნა უკრაინის რესპუბლიკის ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა, რომელიც შემდგომში, მოქალაქეზე გასაღებული იქნა 600 აშშ დოლარის საფასურად. გატარებული ღონისძიებების შედეგად, დამატებით ამოღებული იქნა ავტომანქანის მართვის 6 ცალი ყალბი მოწმობა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთში პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო