5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლის უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლური პროდუქციის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს,– ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ შეინახეს და შემდგომი რეალიზაციისთვის გადაზიდეს აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების („BELUGA“, „GREY GOOSE“, „NEFT“, „ABSOLUT“, „СНЕЖНЫЙ БАРС“, „SVEDSKAY“) ალკოჰოლური სასმელი, რომლის სავარაუდო ღირებულება 140 000 ლარს აღემატება.

„საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები უაქციზო პროდუქციის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დააკავა. ამ ეტაპზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიწმინდა ფრანცისკე ასიზელის ძვლების სანახავად თითქმის 400 000 ადამიანი დარეგისტრირდა
შემდეგი სტატიაშსს – თბილისსა და რეგიონებში აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, სამი სათბური, უპრეცედენტო რაოდენობის ,,მეთადონი”, დაკავებული არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები