საგამოძიებო სამსახურმა დოკუმენტის გაყალბების ბრალდებით შპს-ს ხელმძღვანელი დააკავა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 19, 2019 10:20

საგამოძიებო სამსახურმა დოკუმენტის გაყალბების ბრალდებით შპს-ს ხელმძღვანელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მის მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა ერთ-ერთ კომპანიას 200 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა მიაწოდა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 19, 2019 10:20

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


13,477
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics