საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, შიდა ქართლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერიის, იმ პერიოდისათვის მოქმედი თანამშრომლის დახმარებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, 182 511 ლარის ღირებულების სამი მიწის ნაკვეთი – საერთო ფართობით 12 117 მ2.

„გამოძიების პროცესში, დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია საგამოძიებო უწყების ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: რატომ უნდა ერჩოდეს პუტინი სააკაშვილს? რა არ გაუკეთა სააკაშვილმა პუტინს? რა უნდოდა პუტინს და არ გაუკეთა?
შემდეგი სტატიაუკრაინის და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება ევროპული უსაფრთხოების საძირკველში ჩადებული ნაღმია – ლავროვი