საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ოდენობის, 50 ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 10 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე „ნაცმოძრაობაზე“ – იმის ძახილით, რომ „მგელი მოვა“, ქვეყანა წინ ვერ წავა, ეს მგელი დღეს აღარ არსებობს, მისი თავები და ხელმძღვანელები, პრეზიდენტით დაწყებული ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ციხეშია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ხობში, სენაკსა და ფოთში შეხვედრებს გამართავენ