საგამოძიებო სამსახურის და უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ხელმძღვანელებს შორის ონლაინ-შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 30 დეკემბერს შედგა გაცნობითი ხასიათის ონლაინ-შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ხელმძღვანელებს შორის.

შეხვედრას უძღვებოდნენ საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი და უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის უფროსი ვადიმ მელნიკი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„მხარეებმა მიმოიხილეს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლის კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე მეტად აქტუალურია ორივე ქვეყნის კოლეგა სამართალდამცავი უწყებებისთვის. უკრაინული მხარის თხოვნით, მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებისა და კონკრეტული თავისებურების შესახებ.

შეხვედრის მიმდინარეობისას განხილული იქნა აგრეთვე სამომავლო პროფესიული თანამშრომლობის სავარაუდო მიმართულებები. მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ანალოგიურ ფორმატში ინტენსიურად გაგრძელდეს სამუშაო შეხვედრები ორ უწყებას შორის – შესაბამისი კომპეტენციის მქონე სხვადასხვა რგოლების ჩართულობით. შეხვედრას ასევე დაესწრნენ კოლეგა უწყებების სხვა ხელმძღვანელი პირები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში2020 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 282 პაციენტი გამოჯანმრთელდა