საგამოძიებო სამსახური განხადებას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო, ქალაქ თბილისში, მესაკუთრეს დაახურინეს კომერციული ობიექტი, რომელში დასაქმებული 600-მდე თანამშრომელი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად, მთავრობის მიერ დადგენილი მკაცრი შეზღუდვების უხეში დარღვევით, განაგრძობდა მუშაობას. ამასთან, კომპანიაში დასაქმებულ, ადგილზე მყოფ რამდენიმე თანამშრომელს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა.
შესაბამი უწყებები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შესრულების ნაწილში და მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდენენ მკაცრ რეაგირებას-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუცხოეთში მცხოვრები საქართველოს დიასპორის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას მიმართავენ,მიმართვა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: ის ადამიანები, ვინც განცხადებებს აკეთებენ, თუ სად არის ბიძინა ივანიშვილი, არიან პოლიტიკური ფარისევლები