საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის დაკავებული თანამშრომლები ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების დროს, არაჯეროვნად ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობებს და ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გასცემდნენ ყალბ დადებით დასკვნებს. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლების მხრიდან, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მათი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედება ან რაიმე სახის გადაცდომა არ გამოვლენილა.
საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება – გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე, საგამოძიებო სამსახურმა დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა. პირველადი ტექნიკური ინსპექტირების თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის და 220-ე პრიმა მუხლების პირველი ნაწილებით, რაც გულისხმობს გულგრილობას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტიის დამზადება – გასაღებას-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციის კარდაკარის ჩაშლის მცდელობა რიყეში-ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები მომხდარს პროვოკაციას უწოდებენ(+ვიდეო)
შემდეგი სტატიაროენა ხუცურაული სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა