საგამოძიებო სამსახური ებრაელი ბიზნესმენის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოქალაქე იგორ ასკაროვის საცხოვრებელ სახლში ჩაატარა ჩხრეკა. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ასკაროვის სახლიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელი. კერძოდ, ასკაროვის საცხოვრებელი სახლიდან საგამოძიებო სამსახურმა ამოიღო 2724 ერთეული უაქციზო არაყი „მეჯიკ კრისტალი“.

საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით.

“ყველა ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედება საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებულია კანონის შესაბამისად”,-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აუქციონზე შეძენილ პროდუქციას, საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, აუქციონზე რეალიზებული იყო არაპირდაპირი მოხმარებისთვის, გადამუშავებისათვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელი, რაც უვარგისია მოხმარებისთვის აღნიშნული სახი. პროდუქციის რეალიზაცია – გასხვისება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ტექნოლოგიური გადამუშავების და აქციზური მარკით ნიშანდების შემთხვევაში.

“იგორ ასკაროვი ფალსიფიცირებული არყის რეალიზაციას ახდენდა ყოველგვარი გადამუშავებისა და აქციზური მარკის გარეშე, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით”,-აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

banner
წინა სტატიაშილია გიგაური : ”წყალთან დაკავშირებული პრობლემები არ დაფიქსირებულა არც ერთ სკოლაში”
შემდეგი სტატიამამუკა ღლონტი არ გამორიცხავს, რომ “მაესტროს” წილების გაყიდვით მოქმედი ან ყოფილი პრემიერები იყვნენ დაინტერესებული