საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები. ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებული პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებდნენ. დალუქულია კანცელარიის შენობა.
“პირველების” კამერამ დააფიქსირა, რომ სასამართლოს კანცელარიის შენობიდან გამომძიებლებმა დალუქული პაკეტები გაიტანეს.
უცნობია, ამოიღეს თუ არა გამომძიებლებმა კანცელარიის შენობიდან შიდა სივრცის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები.
ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა სასამართლოს მანდატურების უფროსი, დავით მარტიაშვილი, თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია.
“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დღეს დააკავეს. შსს-ს ამბობს, რომ შენიღბულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. პოლიტიკოსი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.
ვიდეომასალაში, რომელიც შსს-მ გაავრცელა, ჩანს ბოთლი, ბენზინი, ჩაქუჩი და სანთებელა, რაც ელისაშვილის ადვოკატის თქმით, ვერანაირად ამტკიცებს გელაძის უწყების ვერსიას, რომ შენიღბულმა ელისაშვილმა სასამართლოს დაწვა სცადა.
















