,,საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, დაკავებული სააკაშვილი ისვენებს”

უკრაინის უშიშროების სამსახურის დროებითი დაკავების იზოლატორში მიხეილ სააკაშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, – ამის შესახებ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა.
“საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. დროებითი დაკავების იზოლატორს ახლა ოთხი ადვოკატი ტოვებს. დაკავებული სააკაშვილი ისვენებს. პროკურორები აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურის ტარების პირობით შინაპატიმრობის შესახებ სასამართლოსადმი შუამდგომლობას ამზადებენ”, – დაწერა ლარისა სარგანმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს მომსახურების სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის
შემდეგი სტატიაუკრაინამ სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს – გიორგი ვოლსკი