,,საგამოძიებო კომისიის სრული დისკრედიტირება მოახდინეთ პარლამენტში იმიტომ, რომ ვერ მიაღწიეთ ვერანაირ შედეგს”

ჩემი ღრმა რწმენით, კომისიის ფუნქცია მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ მას აშკარად დაედასტურებუნა სამოხელეო გადაცდომა იყო თუ არა. კომისიამ ეს ფაქტორი ვერ დაადასტურა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად განაცხადა, რასაც უმცირესობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

„ევროპული საქართველოს” წევრებმა პროტესტი გამოთქვეს შს მინისტრის იმ განცხადებაზე, რომ საგამოძიებო კომისიამ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია.

როგორც გახარიამ უმცირესობას მიმართა, მათ საგამოძიებო კომისიის დისკრედიტაცია მოახდინეს.

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ვერ დაადგინა, რომ საგამოძიებო მოქმედებები რომელიც არ ჩატარდა, იყო განზრახულად არჩატარებული და ვერ დაადგინა, მან იქონია რაიმე შედეგი თუ ვერა. მე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რაც მოხდა და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არ ვიცით, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარდა, იყო განზრახ არჩატარებული და იქონია მან საბოლოო შედეგზე გავლენა თუ არა, ვთვლი, რომ უნდა დაიწყოს სამოხელეო გადაცდომაზე სისხლის სამართლის საქმე, მე მზად ვარ ერთმნიშვნელოვნად პირველი მივცე ჩვენება. ისევე, როგორც თქვენ თქვენი მხრიდან უნდა აიღოთ ის პასუხისმგებლობები, რომელიც ჰქონდა კომისიას და რომელიც ვერ შეასრულა. ჩემი ღრმა რწმენით, კომისიის ფუნქცია მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ მას აშკარად დაედასტურებინა სამოხელეო გადაცდომა იყო თუ არა. კომისიამ ეს ფაქტორი ვერ დაადასტურა. თქვენ სამწუხაროდ, საგამოძიებო კომისიის სრული დისკრედიტირება მოახდინეთ პარლამენტში იმიტომ, რომ ვერ მიაღწიეთ ვერანაირ შედეგს,”- განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ნარკოტიკული საშუალების ამოღების რაოდენობაში პროგრესი გვაქვს
შემდეგი სტატიაადამიანური ტრაგედიის, გარდაცვალების და სიკვდილის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ამორალურია – გახარიას კერზაიას საქმეზე საუბრობს