საგამოძიებო კომისიის შექმნა არასწორად მიმაჩნია – პაატა დავითაია

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ წულუკიანის საგამოძიებო კომისიის შექმნა არასწორი გადაწყვეტილება იყო. მისი განმარტებით, ნებისმიერი კომისიის შექმნა სხვა ხელისუფლების გამოძიებასთან დაკავშირებით აჩნეს პრეცედენტს, რომ მომავალშიც მომდევნო ხელისუფლებამ ამგვარი კომისია ამ ხელისუფლების წინააღმდეგაც შექმნას.

ამასთან, დავითაია ამბობს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით თავი ვალდებულად ჩათვალა, კითხვებზე პასუხი გაეცა.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის მუშაობას, იმ თვალსაზრისით, რომ იძიებენ, მიმაჩნია არასწორად. საერთოდ, ამ საკითხზე გამოძიების დაწყება, რეჟიმთან დაკავშირებით, მიმაჩნია არასწორად, მაგრამ კანონმდებელმა ამ წუთას გადაწყვიტა, რომ შეექმნა საგამოძიებო კომისია. საერთოდ, ნებისმიერი კომისიის შექმნა სხვა ხელისუფლების გამოძიებასთან დაკავშირებით, პრეცედენტის შექმნა, ნიშნავს, რომ სხვაც შექმნის მერე ამასთან დაკავშირებით. ამიტომ მიმჩნია, რომ ეს არასწორია, მაგრამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით რადგან დაისვა ეს კითხვები, მე ვალდებული ვიყავი, მოვსულიყავი. თუ იქნებოდა კომისიის დასკვნის გარეშე საუბარი, მაშინაც მზად ვიყავი, პასუხები გამეცა, – ამბობს დავითაია.

თეა წულუკიანის კომისიამ აგვისტოს ომის შესწავლა დაიწყო. მიუხედავდა იმისა, რომ ევროპული და ჰააგის სასამართლოების მიერ ეს საქმეები უკვე წლების გამოძიებულია და ვერდიქტებიც ცნობილია, წულუკიანის კომისია კითხვების დასმას თავიდან იწყებს.

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს დილის 10:00 საათიდან იმყოფება. საგამოძიებო კომისიაში პაატა დავითაიას დაბარება უკავშირდება ახსნა-განმარტებების მიცემას 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობაზე, რომელსაც მაშინ სწორედ დავითაია ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაშისინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძეს დედა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით მიმართავს
შემდეგი სტატია“რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ” – მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაბარებაზე