“საგამოძიებო კომისიის დასკვნა აჩვენებს, რომ ოპოზიცია მცდარად ამტკიცებდა, თითქოს არჩევნები გაყალბებული იყო”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხელაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე 2020 წლის არჩევნების შესახებ საგამოძიებო კომისიის დასკვნის ინგლისურ ვერსიას აზიარებს და წერს, რომ ოპოზიცია მცდარად ამტკიცებდა, თითქოს არჩევნები გაყალბებული იყო.

„2 ოქტომბრის ადგილობივი თვითმართველობის არჩევნებამდე აქტუალური საკითხი – აქ მოცემულია 2020 წლის არჩევნების შესახებ საგამოძიებო კომისიის დასკვნის სრულყოფილი ინგლისური თარგმანი. ოპოზიცია მცდარად ამტკიცებდა, რომ არჩევნები გაყალბებული იყო“, – წერს გიორგი ხელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: თბილისში იყო პრობლემები, რომელთა გადაჭრის არავის სჯეროდა, მაგრამ ჩვენ მათი მოგვარება შევძელით
შემდეგი სტატიაოხანაშვილი – არანაირი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება