,,საგამოძიებო კომისია სამი თვის თავზე იმ შედეგამდე მივიდა, რისთვისაც ლამის მიწაში დამარხეს ჩვენი მთავარი პროკურორი”

დაადგინა კომისიამ, ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს? – ვერ დაადგინა! – ამ განცხადებით პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “ევროპული საქართველოს“ წევრებს მიმართა.

კობახიძე პლენარულ სხდომაზე მიმდინარე პოლემიკაში ჩაერთო და როგორც განაცხადა, მთავარი პრეტენზია სამართლადამცავი ორგანოებისადმი იყო ის, რომ დავით სარალიძისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირი არ დადგინდა და “ის, რაც სამართლადამცავმა ორგანოებმა ერთ თვეში ვერ დაადგინეს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ვერ დაადგინა 3 თვეში“. კობახიძის შეფასებით, აღმოჩნდა, რომ სარალიძისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირის ვერ დადგენის ობიექტური გარემოებები არსებობდა და მოცემულობა იგივე დარჩა.

“რეალურად პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანი იყო არა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გადაცდომების დადგენა, არამედ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. ეს ასახული იყო როგორც კომისიის სახელწოდებაში, ასევე თქვენს არაერთ განცხადებაში. თქვენ თამასა საკმაოდ მაღლა ასწიეთ და თქვით, რომ ჭეშმარიტებას დაადგენდით ანუ დაადგენდით იმას, თუ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს. ეს იყო თქვენი ამოცანა… სამი თვის თავზე იმ შედეგამდე მიხვედით, რისთვისაც ლამის მიწაში დამარხეს ჩვენი მთავარი პროკურორი. რეალურად თქვენი სამთვიანი მოღვაწეობა ისევე დასრულდა, როგორც დასრულდა გამოძიება – თუ თქვენ გქონდათ ამის ობიექტური მიზეზი, შეიძლება გამოძიებასაც ჰქონდა ობიექტური მიზეზი. შესაბამისად, გამოდის, რომ პრეტენზიას, რომელსაც საგამოძიებო ორგანოებს უყენებდით, საფუძველი არ ჰონდა“, – განაცხადა კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მისამართით.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მოსმენა მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაშიხორავას ქუჩის საქმე -დაპირისპირება სხდომათა დარბაზის გარეთაც გაგრძელდა
შემდეგი სტატიასასულიერო პირების მწვავე პროტესტი – კანაფის კულტივაციის კანონპროექტი შესაძლოა პარლამენტიდან გაიწვიონ