საგამოძიებო კომისია დღეს არასრულწოვნებს გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის მცირე ჯგუფის სხდომა არასრულწოვნების გამოკითხვით გაგრძელდება. ერთ-ერთი შეხვედრა მოზარდებთან გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა. ყველა სხდომა, სადაც არასრუწლოვნები იკითხებიან, ფსიქოლოგების მონაწილეობით მიმდინარეობს. დღესვე კომისიის გაფართოებულ ფორმატზე დეპუტატები ექსპერტებს და იმ წითელი ავტომობილის მძღოლს გამოკითხავენ, რომელიც მკვლელობის დღეს ხორავას ქუჩაზე, ინციდენტის დაწყებიდან ბოლომდე იმყოფებოდა, მაგრამ მანქანიდან არ გადმოსულა.

banner
წინა სტატიაში“მომწონს საქართველოში ყოფნა” – რობოტი სოფია საქართველოშია
შემდეგი სტატიაOGP-ს სამიტი – მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება