საგამოცდო ცენტრების მიმართულებით დამატებითი ავტობუსები დაინიშნა

საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

„თბილისში ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, შეუფერხებელი და დროული გადაადგილების მიზნით, 1 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. კერძოდ, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან“ გლდანის დასახლებაში არსებული № 39, 173-ე და 177-ე საჯარო სკოლების მიმართულებით, ასევე მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან“ (მუხიანის მხრიდან) მუხიანის დასახლების №175-ე საჯარო სკოლის მიმართულებით. მ/ს „ვარკეთილიდან“ მე-3 მასივში არსებულ №117-ე საჯარო სკოლამდე. მგზავრობის საფასური შეადგენს სტანდარტულ ტარიფს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“მთავრობა არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა წლევანდელი არჩევნებიც თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: გერმანიის კანცლერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები იმედის მომცემია