საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შესაძლებელია

2016 წლის გამოცდების მონაწილეებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2016 წლის გამოცდების მონაწილეებმა საგამოცდო ბარათი პირადი გვერდიდან უნდა ამობეჭდონ (გვერდი, სადაც ირჩევენ გამოცდებს და ა.შ.).
ცენტრის ინფორმაციით, ბარათზე, სხვა ინფორმაციასთან ერთად, მითითებული იქნება მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრი, ასევე საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე: საარჩევნოდ ქცევის წესებზე შეთანხმება არის დროულიც და მნიშვნელოვანიც
შემდეგი სტატიალარი გაუფასურდა- 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.1805 ლარია