საგადასახადო წნეხი, კორუფცია და გაუმართავი მართლმსაჯულება არის მიზეზი იმისა, რომ უცხოელი ინვესტორები აღარ დებენ ფულს საქართველოში – გიგა ბოკერია

„მთავრობა ზრდის გადასახადებსა და რეგულაციებს, კორუფცია დააბრუნა, როგორც თამაშის წესი და არ არსებობს სასამართლოში უცხოელი ინვესტორებისთვის მინიმალური დაცულობის გარანტიებიც კი,“- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია უცხოური ინვესტიციების კლებას საქართველოში
„საერთო სურათი გვაქვს წლებია, რომელიც ბოლო წლებია კიდევ უფრო დამძიმდა საქართველოში, რადგან მთავრობა ზრდის გადასახადებსა და რეგულაციებს, კორუფცია დააბრუნა, როგორც თამაშის წესი და არ არსებობს სასამართლოში უცხოელი ინვესტორებისთვის მინიმალური გარანტიებიც კი დაცულობის, კლასიკური კორუმპირებული, ავტორიტარული სისტემა აქვთ შემუშავებული და ეს არის ფაქტორი იმ გლობალურ კონკურენციაში, რომ საქართველოში ინვესტორები ფულის ჩადებას ერიდებიან, ამის შედეგია გაუფასურებული ლარის კურსი, ინფლაცია და ასეთ დროს მთავრობა უტიფრად გვეუბნება, რომ გადასახადებს არ დაწევს მათ შორის საწვავზე, არ შევამცირებ საგადასახადო წნეხს, ესეც სიგნალია ინვესტორებისთვის, ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია და საბოლოო ჯამში ურტყამს საშუალო კლასს და გაჭირვებულებს“, – განაცხადა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ არ შესრულებული ვალდებულებები კიდევ უფრო აშორებს საქართველოს ევროატლანტიკური სივრციდან“ – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველოს” კანდიდატს ზუგდიდში, 1 წლის წინანდელი შეთითხნილი საქმე გაუღვიძეს – გიგა ბოკერია