მას საფეხბურთო წრეებში ,,ნარა,,ს ეძახიან, მისი ნამდვილი სახელი და გვარი – გულნარა გაბელიაა.

მას საფეხბურთო წრეებში ,,ნარა,,ს ეძახიან, მისი ნამდვილი სახელი და გვარი - გულნარა გაბელიაა

მას საფეხბურთო წრეებში ,,ნარა,,ს ეძახიან, მისი ნამდვილი სახელი და გვარი - გულნარა გაბელიაათუ ადამიანი რაიმეს გაკეთებას ბავშვობიდან ოცნებობს, და ამისათვის ნიჭთან ერთად მიზანსწრაფვაც აქვს, მას ოცნება აუცილებლად აუხდება.
საქართველოს ორგზის ჩემპიონი 2006 და 2008 წელს.
ყაზახეთის სამგზის ჩემპიონი 2011, 2013, 2014 წლებში
ყაზახეთის თასის ხუთგზის მფლობელი 2010, 11, 12, 13, 14 წლებში.
ყაზახეთის სუპერთასის მფლობელი 2013 წელს
ყაზახეთის უნივერსიადის ჩემპიონი 2011 წელს
თურქეთის ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 2007-2008 წლების სეზონში
საქართველოს ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე 2008 წელს
ყაზახეთის საუკეთესო ბომბარდირი 2011, 2013, 2014 წლებში
ყაზახეთის ლიგის საუკეთესო მოთამაშე 2014 წელს
ყაზახეთის ჩემპიონატში რეკორდის (24 მატჩში – 63 გოლი) ავტორი 2013 წელს
პოსტსაბჭოთა ქვეყნების საუკეთესო ბომბარდირი, საფეხბურთო საიტის ,,ნეიტრალნიე ვოდი ფუტბოლ ვუმენის,, ვერსიით – 2013 წელს
ალბათ ძნელად წარმოსადგენია, რომ ამ ტიტულების მფლობელი, ერთი 29 წლის გოგოა, და ის, სენაკის რაიონის სოფელ ეკში გაიზარდა. მას საფეხბურთო წრეებში ,,ნარა,,ს ეძახიან, მისი ნამდვილი სახელი და გვარი – გულნარა გაბელიაა.
გულნარამ, 2007 წლის დეკემბრს, თურქულ ,,ტრაბზონსფორთან,, კონტრაქტი გააფორმა და ამით დამოუკიდებელი საქართველოს ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, გახდა პირველი ლეგიონერი ქალი, რომელმაც უცხოურ კლუბში ითამაშა. სამწუხაროდ, გულნარა ამჟამად საქართველოს სახელით არ გამოდის, ის ყაზახეთის მოქალაქეა, იქ ცხოვრობს და იქ თამაშობს, თუმცა, როცა სეზონი მთავრდება, ის ყოველთვის საქართველოში ბრუნდება, მშობლიურ ეკში ჩამოდის და სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად ხვდება ახალ წელს. დღეს ის ,,თაიმერის,, შეკითხვებს პასუხობს

-გულნარა, ფეხბურთის თამაში როდის დაიწყეთ?
– რაც თავი მახსოვს ვთამაშობ. მეზობლები მეუბნებიან, რომ ორი წლის ასაკიდან დავსდევი ბურთს.
-რომ წამოიზარდე?! სკოლაში რომ წახვედი?! შენი თანატოლი გოგოები ალბათ არ თამაშობდნენ იმ დროს ფეხბურთს… შენგან არ უკვირდათ?
-ჩემთან სოფელში არ უკვირდათ, რადგან ყველა თავიდანვე შეეჩვია… იმიტომ, რომ მე ბავშვობიდან ყოველდღე ვთამაშობდი ბურთს და არა დროგამოშვებით… სკოლაშიც, სახლშიც, სტადიონზეც… სწავლაზე მეტად ფეხბურთი მაინტერესებდა. სხვაგან უფრო უკვირდათ. მახსოვს, სენაკის კოლეჯში ვსწავლობდი და იქ რომ ბიჭებთან ვთამაშობდი, მაშინ იქვე ახლოს მაცხოვრებლები შემოდიოდნენ ტექნიკუმის ეზოში, ჩემი თამაში რომ ენახათ… მარტო თამაში არა, კიკინებიანი გოგო კარგად რომ ვთამაშობდი ის უკვირდათ.
-სახლში რას გეუბნებოდნენ? ოჯახი როგორ უყურებდა შენს საფეხბურთო მომავალს? ხელს გიწყობდნე?
– ჩემგან პროფესიონალი ფეხბურთელი რომ დადგებოდა, ეს ძალიან გვიან გაირკვა, რადგან საქართველოში იმხანადა ქალთა ფეხბურთი არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ფეხბურთს რომ ვთამაშობდი, ეს მშობლებში მაინცდამაინც დიდ სიხარულს არ იწვევდა, რადგან ქალის პროფესიად და სპორტად არავის მიაჩნდა მაშინ ფეხბურთი, თუმცა არც ხელს არ მიშლიდნენ. მხოლოდ ერთხელ მახსოვს უსიამოვნება, როცა ჩემს ტანატოლ ბიჭს, თამაშის დროს შეჯახებისას ფეხი მოვტეხე. მამამისი მოგვივარდა სახლში და მაშინ მშობლებმა დამტუქსეს.სამაგიეროდ ჩემი ძმა, დათო იყო ჩემი თანამოაზრე, ის ჩემზე 2 წლით უფროსია და ჩვენ სულ ერთად ვთამაშობდით ფეხბურთს… 20 წლის ასაკამდე. იყო დრო, როცა ჭირდა ცხოვრება და არც ბურთი გვქონდა ნორმალური და არც ბუცები… დახეული ბურთით, ბევრჯერ ფეხშიშველა და ბევრჯერ კალოშებით მითამაშია ფეხბურთი… რადგან მიყვარდა ეს სპორტი და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა.
-როდის და როგორ გაიკვლიეთ გზა პროფესიულ ფეხბურთში?
– დიდ ფეხბურთში ჩემი მოხვედრა, ჩემი და ჩემი ოჯახის უახლოესი ადამიანის, კახა ადამიას დამსახურებაა. მან შემიწყო ხელი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომ ჩემი თამაში მეჩვენებინა და დამემტკიცებინა, რომ ძლიერი ვარ! სიძლიერე კი, ფეხბურთისადმი სიყვარულშია და დამოკიდებულებაში საყვარელი საქმის მიმართ!
– მოქალაქეობა იმიტომ შეიცვალე, რომ ყაზახეთის ნაკრებში გეთამაშა? რითი ჯობია იგი საქართველოს ნაკრებს?
– მე თავდამსხმელი ვარ და საქართველოდან დაწყებული, ყველა ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატში, სადაც მითამაშნია, საშუალოდ თითო ჩატარებულ მატჩზე- 2 გოლზე მეტი მაქვს გატანილი… საქართველოს ნაკრებში სამ წელზე მეტი ვითამაშე… 10 ოფიციალურ შეხვედრაზე მეტი მაქვს ჩატარებული ეროვნული ნაკრების მაისურით და არც ერთი გოლი არ გამიტანია… რატომ? ამას თავისი მიზეზები აქვს! მიუხედავად იმისა, რომ ახლა უცხო ქვეყნის მოქალაქე ვარ, ჩემი სამშობლო მიყვარს… არ ღირს, რომ აწი მიზეზებზე ვისაუბრო და ვინმეს ვაწყენინო… მეტს ვერაფერს გეტყვით.
-ყაზახეთში როგორ გრძნობ თავს?
-როგორც საკუთარ სახლში! შიმკენტში ვარ 5 წელია… ყაზახეთის სამხრეთით, ერთმილიონიანი წყნარი ქალაქია. ის გუნდი, სადაც მე ვთამაშობ ,,ბიიკი,, მაშინ ახალი გახსნილი იყო და ჩემი იქ ჩასვლის შემდეგ ჩამოყალიბდა ძლიერ გუნდად. ჩემთან ერთად 3 ჯერ მოიგო ეროვნული ჩემპიონატი, 5 ჯერ თასი და ერთი სუპერთასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფშიც ვითამაშეთ. მეც, ჩემი წვლილი შევიტანე ამ გამარჯვებებში და ახლა ამ კლუბის სიმბოლოდ ვითვლები. კლუბის მეპატრონეებიდან დაწყებული ყველა დიდ პატივს მცემს და სიყვარულით მეპყრობიან! ამიტომაც მიჭირს მისი დატოვება… ისე შემეძლო ევროპაშიც მეთამაშა. წელს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე გერმანულ ფრანკფურტს შევხდით, პირველი თამაში სახლში გვქონდა და ფრე 2:2 ვეთამაშეთ.პირველი გოლი, თავური დარტყმით, გერმანელებს მე გავუტანე. ეს თამაში სენსაციად მონათლა ევროპულმა პრესამ, ჩემზეც ბევრი კარგი რამ თქვეს. ,,ფრანკფურტის,, გუნდი ქალებში იგივეა, რაც მადრიდის ,,რეალი,, კაცებში… მას, ევროპაში ყველაზე მეტჯერ აქვს ქალთა ჩემპიონთა ლიგა მოგებული. ამ გუნდში რამდენიმე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი თამაშობს, მათ შორის სიმონე ლაუდერი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მცველად ითვლება, მან ჩემთან უხეში თამაშის გამო, განმეორებით მატჩში, ყვითელი ბარათი მიიღო. გერმანელებისთვის მოულოდნელი იყო ყაზახური გუნდის მხრიდან მსგავსი წინააღმდეგობა. პირადად მე, ბავშვობიდან გერმანული გუნდების (ნაკრებისა და ,,ბაიერნის,,) გულშემატკივარი ვარ და ჩემი ბავშვობის ოცნება იყო გერმანელებისთვის წარმატებული თამაში მეჩვენებინა.. ეს ოცნება ყაზახეთში ამიხდა.
ყაზახეთის ნაკრებში თუ თამაშობ ახლა?
-ჯერ არა! რაღაც პროცედურები აქვს მოსაგვარებელი ფედერაციას და ალბათ მომავალი წლიდან ვითამაშებ.
-სანამდი აპირებ თამაშს? როგორც ქალს, პირად ცხოვრებაში ხელს არ გიშლის?
მე იმდენად მიყვარს ფეხბურთი, რომ სანამ ბუცებს ლურსმანზე არ დავკიდებ, ჩემი პირადი და ზოგადი ცხოვრებაც ფეხბურთი იქნება. ჯერ კიდევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში. მერე ვნახოთ!
-ქართველ გულშემატკივარს რას ეტყოდი ამ ახალ წელს?
-სპორტის ქართველ გულშემატკივრებს და მთელს საქართველოს ვულოცავ შობა-ახალწელს! წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ ყველას!
ესაუბრა ნიკა ჟვანია

 

banner
წინა სტატიაშიარქეოლოგები ამ ქალაქის მხოლოდ ასაკს ადასტურებენ და ის როგორც სხვები, ამ რეგიონში, 5000-ზე მეტი წლისაა!
შემდეგი სტატიავახტანგ კაპანაძემ 2015 წლის დადგომა სამხედროებთან ერთად აღნიშნა.