„საერთოდ გასაკვირია, რომ გახარია ასეთი სითამამით საუბრობს 20 ივნისთან დაკავშირებით”

region
ავტ.: region ივნისი 17, 2020 16:43

„საერთოდ გასაკვირია, რომ გახარია ასეთი სითამამით საუბრობს 20 ივნისთან დაკავშირებით”

როდესაც გახარია 20 ივნისზე საუბრობს, უნდა ქვას, როდის აგებენ პასუხს ისინი, ვინც ძალადობრივი ღამე მოაწყვეს, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ.

მან კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმით აღება არ დაეშვა, პოლიტიკური შეფასება ოქტომბერში იქნება, ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების შეფასება და მე ამ შეფასებას დავემორჩილები“.

„საერთოდ გასაკვირია, რომ გახარია ასეთი სითამამით საუბრობს 20 ივნისთან დაკავშირებით. ის არის პირადად პასუხისმგებელი იმ დაზარალებულ ადამიანებზე, რომლებმაც დაკარგეს თვალები, რომლებმაც მიიღეს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება და არავინ ამისთვის დასჯილი არ არის. ამიტომ, პირველ რიგში, როდესაც გახარია 20 ივნისზე ან საერთოდ, საუბრობს, პირველ რიგში, უნდა გასცეს კითხვას პასუხი, როდის აგებენ პასუხს სამართალდამცველები და ასევე, ის პოლიტიკოსები, რომლებმაც მოაწყვეს ეს ძალადობრივი ღამე პარლამენტის წინ. დანარჩენი არის ყველაფერი უსუსური შეფასებები“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

region
ავტ.: region ივნისი 17, 2020 16:43