საერთოდ ამ ტიპის ადამიანები რომ მინისტრები ხდებიან, ეს არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა – ჭიაბერაშვილი ქობულიას გადაყენებაზე

„ამ ტიპის გადაწყვეტილებებს, ბუნებრივია, იღებს ბიძინა ივანიშვილი,“ – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ეკონომიკის მინისტრის გადადგომას.

დეპუტატის თქმით, გიორგი ქობულიას გადაყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არა პრემიერმა, არამედ „ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.

„ამაში ეჭვი არავის ეპარება, რომ ბახტაძე იქნება, თუ კვირიკაშვილი, ღარიბაშვილი თუ ნებისმიერი სხვა, პრემიერ-მინისტრიც ნომინალური პირია ამ ქვეყანაში, ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, მას კი არ უნდა დავუფასოთ, რომ ქობულია გაათავისუფლა, ასეთი ოდიოზური პირი, არამედ საერთოდ ამ ტიპის ადამიანები რომ მინისტრები ხდებიან, ეს არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა,“ – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია გადადგა. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიას გადადგომა აიძულეს.

ქობულია გადადგომასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშიუნდა ვიცოდეთ გიორგი ქობულიას გადადგომის რეალური მიზეზი – თუ ის ვიღაცას ფეხებში ებლანდებოდა და ამის გამო გაუშვეს, მაშინ პრემიერიც გასაშვებია
შემდეგი სტატიავინც ცდილობს ჰქონდეს საკუთარი პრინციპული მოსაზრება, ეს მისთვის ხდება თანამდებობისთვის „დამშვიდობების მიზეზი“