საერთო სასამართლოებში 2019 წლის 9 თვის განმავლობაში 8 მილიონის პრემია-დანამატები გაიცა

არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, საერთო სასამართლოებში 2019 წლის 9 თვის განმავლობაში 7.9 მილიონი ლარის ოდენობის დანამატი და 98 875 ლარი ოდენობის პრემია გაიცა.

მათივე ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვის გამავლობაში გაცემული 7.9 მილიონი ლარის ოდენობიდ დანამატი, 3 მილიონი ლარით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გაცემული დანამატების ოდენობას.

“საერთო სასამართლოებში 2019 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში 7.9 მილიონი ლარის ოდენობის დანამატები და 98 875 ლარი ოდენობის პრემიები გაიცა.

საერთო სასამართლოების სისტემა აერთიანებს საქართველოს უზეანესს სასამართლოს, სააპელაციო და რაიონულ სასამართლოებს.

2019 წელს საერთო სასამართლოების სისტემაში შტატიან თანამშრომელთა რაოდენობა 1,622 ადამიანია, შტატგარეშეთა რაოდენობა კი 345 თანამშრომელი – მათზე გაცემული დანამატი 7.9 მილიონი ლარი შრომის ანაზღაურების საერთო ოდენობის 23%-ს შეადგენს.

დანამატების სახით გაცემული თანხა რომ მაღალია, ამას წინა წელთან შედარებითაც ვხედავთ – 2018 წელს პირველი 9 თვის განმავლობაში საერთო სასამართლოების სისტემაში გაცემული დანამატების რაოდენობა 4.8 მილიონი ლარი იყო, რაც 3.1 მილიონი ლარით ნაკლებია წლევანდელ მაჩვენებელზე. მაშინ დანამატების წილი შრომის ანაზღაურებაშიც ნაკლები იყო – 16%.

დანამატების სახით გაცემული 7.9 მილიონი ლარი დამატებით კითხვებს აჩენს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტმა წელს უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, რომლებიც სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ნდობით არ სარგებლობდნენ და კრიტიკის ობიექტები გახდნენ”, – წერს ფლანგვის დეტექტორი

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის მერიის თანამშრომელს უფლებამოსილების გადამეტებისათვის ბრალი წარედგინა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს ახალი ავტომანქანები გადასცა