საერთო სასამართლოების საკანონმდებლო პაკეტი – პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართება

საერთო სასამართლოების საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით შემუშავებულ მოტივირებულ შენიშვნებზე, პრეზიდენტი დღეს საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს, ვიცე სპიკერებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იწვევს.

პრეზიდენტის საპარლამეტო მდივნის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი მათ თავად გააცნობს საკუთარ შეხედულებებს სასამართლო რეფორმაზე.

“პრეზიდენტის დავალებით ვითხოვდით შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა არ შედგა,” – აცხადებს ანა დოლიძე.

როგორც ცნობილია, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პარლამენტმა პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაუგზავნა, გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო და შესაბამისი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს 24 იანვარს დაუბრუნა.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ერთი ბრძანებით 17 გენერალი გაანთავისუფლა
შემდეგი სტატიამოსამართლეების საქმეზე დაწყებული გამოძიება – ნიკა გვარამია 12 საათზე ბრიფინგს გამართავს