საერთო სასამართლოების მანდატურებს 50 წლის შემდეგაც შეეძლებათ მუშაობა

საერთო სასამართლოების მანდატურებს 50 წლის შემდეგაც შეეძლებათ მუშაობა.

საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად ცნო სასამართლოს მანდატურების ასაკობრივი ზედა ზღვარი.

სასამართლოს პლენუმმა დააკმაყოფილა მანდატურების ჯიმშერ ცხადაძისა და მამუკა ჭანტურიას სარჩელი და განმარტა, 50 წლის ასაკის მიღწევა არ ნიშნავს იმას, რომ ადამინს არ შეეძლება მანდატურის ფუნქციების შესრულება. სასამართლომ სადაო ნორმა დისკრიმინაციულად მიიჩნია.

“ადამიანის ფიზიკური მონაცემების შემოწმება შესაძლებელია ინდივიდუალურად შემოწმდეს, რასაც სადაო ნორმა არ ითვალისწინებდა და აქედან გამომდინარე არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული,”- განაცხადა სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა გიორგი სულხანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სენატმა საუდის პრინცს ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალი დასდო
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციისთვის მზადებას დაესწრო