(video) საერთაშორისო ჟურნალისტებმა ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი საიდუმლო კომპანია აღმოაჩინეს

„მე მინდა, რომ ის დაისაჯოს თაღლითური განქორწინებისთვის

საერთაშორისო ჟურნალისტებმა ივანიშვილის კიდევ ერთ საიდუმლო კომპანიას, გრინ ვალს ტრასტს და სიცოცხლის დაზღვევის 750 მილიონ დოლარიან სქემას მიაგნეს, რომელსაც ყოფილ პრემიერი ჯერ კიდევ მინისტრთა კაბინეტში ყოფნისას აქტიურად იყენებდა, ხოლო იმის გამო, რომ თანხა იურიდიულად სადაზღვევო პოლისიდან გადიოდა, მიღებულ მოგება დაბეგვრას აღარ ექვემდებარებოდა.

ირკვევა, რომ პირველი, 480 მლნ. დოლარის ღირებულების პოლისი ივანიშვილმა 2011 წლის 7 ნოემბერს შეიძინა, კიდევ ერთხელ კი საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე 2012 წლის 7 დეკემბერს დააზღვია, 275 მლნ. დოლარად, ამჯერად უკვე პრემიერის რანგში. ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც 2012 წლის 25 დეკემბერსაა შევსებული, აღნიშნული გადახდები და გაფორმებული ხელშეკრულებები არ მოხვდა.

ოფშორული კომპანიებიდან დაკარგული თანხების დაკონკრეტებას ყოფილი პრემიერი ერიდება, ისევე როგორც ერიდება დეკლარაციის მიღმა დარჩენილ აქტივებზე საუბარს, თუმცა არ უარყოფს, რომ გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ გამოაშკარევბული საიდუმლო კომპანიები კიდევ უფრო ფართო ქსელის ნაწილია.

 

 

https://youtu.be/wlMsJkbSXHY

 

banner
წინა სტატიაში(video) “ვერ დამაკავებენ, არც ველოდები და არც აქვთ საფუძველი, რომ დამაკავონ”
შემდეგი სტატიაკარელიაში ბოლო მონაცემებით 15 ბავშვი დაიხრჩო