“საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე უნდა იყოს უფრო ძლიერი”- თენგიზ ფხალაძე

ვლადიმერ პუტინის მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან დადებული სამხედრო შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონზე ხელმოწერას საქართველოში გამოეხმაურნენ. პრეზიდენტის მრჩეველი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა უნდა იყოს მაქსიმალურად აქტიური.

„განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს ე.წ. შეიარაღებული ძალების შესვლა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ეს არის ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს უსაფრთხოების ისედაც საკმაოდ სუსტ გარემოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. კიდევ ერთხელ ორივე ნაბიჯი ხაზს უსვამს იმას, რომ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე უნდა იყოს უფრო აქტიური, უფრო ძლიერი იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ნაბიჯები აღარ გადაიდგას,“ – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

banner
წინა სტატიაშიტრანსგენდერების ცემისთვის 2 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრების განცხადებას მისთვის ცენზურის დაწესებად მიიჩნევს