საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ქართული კომპანიები მონაწილეობდნენ

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ქართული კომპანიები მონაწილეობდნენ

tur-izmiეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, მადრიდში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო. FITUR -2016-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 8 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძეც ესწრებოდა, რომელმაც საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე 160 სახელმწიფოდან 9 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. FITUR -2016-ს 100 ათასზე მეტი დამთვალიერებელი დაესწრო. გამოფენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 7 ათასზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილის მშობლებს სახელმწიფო დაცვა აღარ იცავს
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ექვსი კანდიდატი დაასახელა