“დემონსტრანტების მხრიდან თუ იყო რამე კანონდარღვევა, გაცილებით მეტი იყო სახელისუფლებო პირებისა და პოლიციის მხრიდან”

“ნურავის ნუ უკვირს, თუ საერთაშორისო წრეებს ექნებათ შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ხალხს აბრალებს იმ ტიპის დანაშაულს რომელსაც პოლიტიკური მოტივი აქვს,- ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

„მე ამ თემაზე 20 ივნისსვე მქონდა ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ დემონსტრანტების მხრიდან თუ იყო რამე კანონდარღვევა, კანონდარღვევა იყო გაცილებით მეტი და მაღალი სახელისუფლებო პირებისა და პოლიციის მხრიდან.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ანუ შეიარაღებული თუ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რომელიც ხელისუფლებამ გამოიტანა წინა პლანზე, როგორც აღკვეთილი დანაშაული, აგერ უკვე ხუთი თვეა და ხუთი სიტყვა არ უთქვამს ხელისუფლებას, თუ რაშია საქმე, ამიტომ ნურავის ნუ უკვირს, თუ საერთაშორისო წრეებს ექნებათ ეს შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ხალხს აბრალებს იმ ტიპის დანაშაულს, რომლის ნიშანწყალიც არ მოიძებნება და რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური მოტივი აქვს“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„სირცხვილიას“ და ,„შეცვალეს“ წევრები აქციას მართავენ
შემდეგი სტატიაეკა ბესელია მოქალაქეებს მოუწოდებს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების კანდიდატების კენჭისყრა გააპროტესტონ