საერთაშორისო წნეხი აუცილებელია იმისათის, რათა ქართულმა ოცნებამ შეიგნოს, რომ ის ქვეყანას აზიანებს – წერეთელი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ქართული ოცნების მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე საერთაშორისო გამოხმაურებას ეხმაურება.
წერეთლის თქმით, ქართული ოცნების ამ ნაბიჯის შემდეგ, გაცილებით უფრო მძაფრი და სხვა ხარისხის კრიტიკა იქნება გამოთქმული, მათ შორის საუბარი იქნება სანქციებზე.
წერეთელმა აღნიშნა, რომ ახლა საქართველო იმსახურებს გაცილებით უკეთეს ხელისუფლებას და ეს არის სწორედ ქართული საზოგადოების ხელში.
„საქართველოს ხელისუფლების და ქართული ოცნების კრიტიკა არავისთვის ახალი არ არის, მაგრამ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ამ შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, რათქმაუნდა, იქნება გაცილებით უფრო მძაფრი და სულ სხვა ხარისხის კრიტიკა გამოთქმული, მათ შორის საუბარი სანქციებზე, მათ შორის საუბარი, რაც ძალიან სამწუხაროა, საქართველოს კურსის ცვლილებაზე დასავლეთიდან ჩრდილოეთისაკენ და კიდევ უფრო სამწუხარო ისაა, რომ ქვეყანა ძალიან ზიანდება და ზარალდება, ბევრი შეფასება იყო უკვე ერთი დღის განმავლობაში, სენატორების, ევროპელი ჩვენი კოლეგების, ლიდერების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ელჩების და ა.შ.
ეს ყველაფერი გაგრძელდება და ეს წნეხი აუცილებელია იმისათვის, რომ ქართულმა ოცნებამ შეიგნოს, რომ ის ქვეყანას აზიანებს და აზარალებს, არამარტო საკუთარ თავს. ძალიან კარგად თქვა სენატორმა რიშმა, ვფიქრობ მოკლე შეჯამება შეიძლება იყოს ეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე და საქართელოს მოსახლეობას უკეთესი ხელისუფლება ეკუთვნის და ამას იმსახურებს.
ამრიგად, ეს არის ჩვენი მოსახლეობის ხელში და რაც უფრო დროულად დასრულდება ამ ხელისუფლების მმართველობა, მით უფრო სწრაფად დაიწყებს საქართველო გამოსვლას ამ რთული პერიოდიდან, – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო – „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა კიდევ ერთი გადახვევაა მოლაპარაკებების შინაარსისა და სულისკვეთებიდა
შემდეგი სტატიაპავილიონისი: ვიმედოვნებ მთავრობა ამ რადიკალიზმს შეაჩრებს